Foto

ორბანი - უნგრეთი უკრაინას საერთაშორისო არენაზე მხარს არ დაუჭერს, ვიდრე უკრაინაში ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება

უნგრეთი უკრაინას საერთაშორისო არენაზე მხარს არ დაუჭერს, ვიდრე უკრაინაში ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის მტკიცებით, უკრაინაში დაახლოებით 150 000 ეთნიკური უნგრელის უფლებები მშობლიური ენის გამოყენებასთან დაკავშირებით შეიზღუდა, განსაკუთრებით განათლების სფეროში მას შემდეგ, რაც უკრაინამ 2017 წელს მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავს უმცირესობათა ენების გამოყენებას სკოლებში.

„ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას საერთაშორისო არენაზე არცერთ საკითხში, ვიდრე ის არ აღადგენს კანონებს, რომლებიც უნგრელების უფლებებს უზრუნველყოფენ“, - განაცხადა ორბანმა.