სომხეთის ხელმძღვანელობა უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც გაცნობიერებულად ცდილობს, ჩამოანგრიოს რუსეთისა და სომხეთის მრავალსაუკონოვანი კავშირები. ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომელიც მან ამერიკელ სენატორთან შეხვედრისას გააკეთა.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა ქვეყანას დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად აქცევს.
„დარწმუნებული ვართ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც გაცნობიერებულად ცდილობს, ჩამოანგრიოს რუსეთისა და სომხეთის მრავალწახნაგოვანი და მრავალსაუკონოვანი კავშირები და ქვეყანას აქცევს დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ამერიკელ სენატორთან, გარი პიტერსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ხაზს უსვამს აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში“.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press