რუსეთი წუხელ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას ისევ დაესხა თავს.
როგორც უკრაინული მედია ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით იტყობინება, დაზიანდა საგუშაგოს შენობა, საწყობები, 30-მდე სატვირთო მანქანა, დაიწვა 6 სატვირთო და დაშავდა 2 მამაკაცი.
"იზმაილის რაიონში, პორტის მიმდებარედ ინფრასტრუქტურა დაზარალდა. დაშავდა 2 მძღოლი. ერთს ადგილზე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მეორე კი, ხელის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს",- აცხადებს კიპერი.
მისივე თქმით, ადგილზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ცნობისთვის, რუსები ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას 25 სექტემბრის ღამესაც დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად საზღვაო ტერმინალის შენობა, სასტუმრო და საწყობის შენობები დაზიანდა, გარდა ამისა, განადგურდა მარცვლეულიც.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press