ბაზისბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, მასწავლებელთა კონკურსის - "ფინანსური განათლება სკოლაში", შეხვედრა გაიმართება.
საინფორმაციო შეხვედრა 29 სექტემბერს, 16:00 საათზე Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება, რომელიც პარალელურ რეჟიმში ფინედუს ფეისბუქგვერდის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები გააჟღერებენ ინფორმაციას კონკურსის შესახებ, მასწავლებლებს გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის პირობებსა და საკონკურსო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებს. მასწავლებლებს კი ექნებათ შესაძლებლობა შეკითხვები დაუსვან სპიკერებს და მიიღონ პასუხები შეხვედრის მსვლელობისას.
კონკურსი მიზნად ისახავს მასწავლებელთა მოტივირებას ფინანსური განათლების საკითხებით მეტად დაინტერესებისა და ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარების კუთხით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტურობის ზრდას. ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობების შექმნას. კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press