სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით "გამორიცხული არაფერია".
„მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის მესიჯებს და განმარტებებს, თუმცა, ეს ყველაფერი უფერულდება, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკას ატარებს არა პრეზიდენტი, არამედ ქვეყნის მთავრობა და "პრეზიდენტმა თავისი ვიზიტები მთავრობასთან უნდა შეათანხმოს".
„ჩვენს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტმა ვიზიტები უნდა შეათანხმოს მთავრობასთან. თუ აქამდე ამას აკეთებდა და მთავრობას უთანხმებდა, დღეს რატომ გახდა ეს ყველაფერი აბსურდი? ცხადია, რა არის ამის მიზეზი. სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია.
საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კონსტიტუციაში რა მოცემულობაც გვაქვს, ყველამ კარგად ვიცით. საგარეო პოლიტიკას ატარებს ქვეყნის მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ჩვენ ვართ არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო რესპუბლიკა. გვაქვს ახალი კონსტიტუცია, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა ვცეთ მას“,- განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე.
მერისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი დოკუმენტს, რომელიც მას იუსტიციის სამინისტრომ გადაუგზავნა.
„ვერ გეტყვით. ეს შეკითხვა თავად მას უნდა დაუსვათ, რა არის მიზეზი, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტს ხელს არ აწერს. პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ხოლო ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ არღვევს ორგანულ კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“. ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press