საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგაში, ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.
პრეზიდენტის განცხადებით, ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
"ევროპულ გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან. მადლობა, ლატვია, წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის.
თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე",- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press