ნორვეგია უკრაინას 92 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობაში აცხადებენ.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის მოსახლეობას დიდ ტანჯვას აყენებს და აღნიშნავს, რომ უკრაინელებს სჭირდებათ დახმარება "რათა გადაიტანონ ომის კიდევ ერთი ზამთარი".
დახმარება გაეროს და წითელი ჯვრის მიერ შექმნილი უკრაინისთვის არსებული პროგრამებით განაწილდება.
"ჰუმანიტარული დაფინანსება მიზნად ისახავს უზრუნველვყოს, რომ ყველაზე დაუცველებმა, ბავშვებმა, ლტოლვილებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მიიღონ სასიცოცხლო დახმარება, როგორიცაა თავშესაფარი, საკვები, წყალი, სანიტარული დახმარება, განათლება, ჯანდაცვა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა", - ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press