კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას სრულად უნდა შეუერთდეს, მათ შორის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
"საქართველოს საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენონ, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ სტატუსი", - განაცხადა რინკევიჩმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს დღეს შეხვდა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press