თურქეთი მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ აშშ F-16-თან დაკავშირებით დაპირებას შეასრულებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ერდოღანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გასულ კვირას ნიუ-იორკში შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი განიხილეს.
"თუ ისინი [აშშ] შეასრულებენ დანაპირებს, ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს საკუთარ დაპირებას. თურქეთის პარლამენტი იტყვის საბოლოო სიტყვას შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press