ამერიკული „აბრამსის“ ტანკები სერიოზული იარაღია, მაგრამ ისინი დაიწვებიან ისე, როგორც უკრაინისთვის დასავლეთისგან მიწოდებული სხვა ნებისმიერი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, არ არსებობს იარაღი, რომელსაც ბრძოლის ველზე სიტუაციის რადიკალურად შეცვლა შეუძლია.
„ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იმოქმედებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე, მის შედეგზე. არ არსებობს პანაცეა და არცერთი ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია, ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი შეცვალოს. ასეთი იარაღი არ არსებობს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 25 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ "აბრამსის" ტიპის ტანკები უკრაინაშია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press