დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ქართველისთვის. ამ დღეს მოჰყვა ჩვენი გმირი მებრძოლების შეწყვეტილი სიცოცხლე, დევნილად ქცეული მოსახლეობა და გახლეჩილი საქართველო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოხუმის დაცემის 30-წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, მშვიდობას და აფხაზებთან ერთად ცხოვრების პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს.
„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია უახლეს ისტორიაში - სოხუმის დაცემის დღე. ეს თარიღი, რა თქმა უნდა, ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის. ამ დღეს მოჰყვა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვენი გმირი მებრძოლების შეწყვეტილი სიცოცხლე, დევნილად ქცეული მოსახლეობა, გახლეჩილი საქართველო.
მინდა, პატივი მივაგო ტერიტორიულ მთლიანობას შეწირულთა ხსოვნას და ხაზი მინდა გავუსვა, მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ყველამ ერთად შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და თანაცხოვრებას“, - განაცხადა კალაძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press