უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე აცხადებს.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტებმა უკრაინას 3 მიმართულებით შეუტიეს, ყველაზე ცხელი წერტილი კი მარინკას მიმდებარედ იყო. ამასთან, ბოლო დღის განმავლობაში 26 საბრძოლო შეტაკება მოხდა, უკრაინამ კი მათგან 13 მოიგერია.
"მივიღე ანგარიში ფრონტზე არსებული სიტუაციის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების, სადაზვერვო მონაცემების შესახებ. ჩვენ წინ მივდივართ დონეცკის მიმართულებით. არის სხვა გეგმები, რომლებიც ხორციელდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press