Foto

უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით, გერმანია პოლონეთსა და ჩეხეთთან სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს

უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით, გერმანია პოლონეთსა და ჩეხეთთან სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნული გადაწყეტილება მიზნად ისახავს არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლას თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით, სხვადასხვა ადგილას „მოქნილი და მობილური პოლიციის შემოწმებები“ დაიწყება, რომელიც ძალაში მიმდინარე კვირაში შევა.

„ჩვენ მოვამზადებთ უფრო ძლიერ სასაზღვრო კონტროლს ადამიანებით მოვაჭრეებთან უკეთ საბრძოლველად“, - აღნიშნა ფეზერმა.