თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭო რექტორის არჩევნებზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების გაუქმებას ითხოვს.
აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონსერვატორიამ უნდა განაგრძოს მოქმედი წესდების სრული დაცვით წარმოებული რექტორის არჩევნების პროცესი.
"მიგვაჩნია, რომ კონსერვატორიამ უნდა განაგრძოს კანონმდებლობის და კულტურის სამინისტროს მიერ 2014 წლის 7 ივლისის No05/90 ბრძანებით დამტკიცებული და დღეს მოქმედი კონსერვატორიის წესდების სრული დაცვით წარმოებული რექტორის არჩევნების პროცესი და აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გააუქმოთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის (No16 სხდომაზე) დადგენილების გაუქმების შესახებ („სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“)", - ნათქვამია განცხადებაში.
აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 7 წევრით. მათგან ზემოთ აღნიშნული განცხადების ტექსტს მხარი ექვსმა დაუჭირა.
ცნობისთვის, 26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 27 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press