ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 8 მილიარდის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელზე უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში, პენი პრიცკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსული სუვერენული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის და იურიდიული ჯგუფები "მუშაობენ იმის გასაგებად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს" ამ აქტივებით.
"ძირითადად, თუ ვიტყვი არა იურიდიული, არამედ მორალური და ეთიკური თვალსაზრისით, იმ ნგრევის გათვალისწინებით, რაც რუსებმა მიაყენეს უკრაინას, მათ უნდა შეუწყონ ხელი უკრაინის აღდგენას. იურიდიულად როგორ შეიძლება ამის გაკეთება არის ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ", - განაცხადა პრიცკერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press