შვეიცარიის პარლამენტმა უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რეექსპორტს მხარი კვლავ არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საუბარია სამხედრო ტექნიკის რეექსპორტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ივნისში დაუჭირა მხარი შვეიცარიის კანტონების საბჭომ.
ცვლილებების პროექტის თანახმად, რეექსპორტი დაიშვებოდა იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის მონაწილე ქვეყანა თავდაცვის უფლებას იყენებს.
გარდა ამისა, შვეიცარიული იარაღის რეექსპორტი ქვეყნიდან, რომელმაც ის შეიძინა, დაშვებული იქნებოდა შეძენიდან ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც „იზიარებენ შვეიცარიის ღირებულებებს და აქვთ ექსპორტის კონტროლის ერთობლივი რეჟიმი“.
საბრძოლო მასალების შესახებ შვეიცარიის კანონი ამჟამად არ იძლევა საბრძოლო მასალების ექსპორტის საშუალებას, თუ დანიშნულების ქვეყანა ჩართულია შიდა ან საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press