NASA-ს ასტრონავტი, ფრანკ რუბიო, რომელმაც კოსმოსში რეკორდულად დიდი დრო, 371 დღე გაატარა, დედამიწაზე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
რუბიო და კიდევ ორი რუსი კოსმონავტი, სერგეი პროკოპიევი და დმიტრი პეტელინი ყაზახეთში, ქალაქ ჟეზყაზღანთან, ადგილობრივი დროით საღამოს 5:17 საათზე რუსული Soyuz MS-23 კაფსულით დაეშვნენ.
ამერიკელი ასტრონავტი ყაზახეთში დაშვების ადგილიდან ქალაქ ყარაღანდაში გაფრინდება, საიდანაც ჰიუსტონში გაემგზავრება.
ცნობისთვის, რუბიომდე ამერიკელი ასტრონავტებიდან კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივად მარკ ვანდე ჰეი იმყოფებოდა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 355 დღის განმავლობაში გაჩერდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press