Foto

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - აზერბაიჯანს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე სამხედრო მიზნები და ამოცანები არ აქვს

აზერბაიჯანს არ აქვს სამხედრო მიზნები და ამოცანები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

ჰაჯიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ აპირებს სამხედრო მოქმედებების განხორციელებას სამხრეთ სომხეთში სახმელეთო დერეფნის შესაქმნელად.

„აზერბაიჯანს არ აქვს სამხედრო მიზნები ან ამოცანები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, ეს აზერბაიჯანის დღის წესრიგს მიღმაა. აზერბაიჯანი მხოლოდ თავის შიდა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.