პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.
სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის თამჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძესა და "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელს, ხატია დეკანოიძეს შორის მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკანოიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით კითხვა დასვა და ასევე, "ქართული ოცნების" დეპუტატებს ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება შეახსენა.
"სერგეი ლავროვი, რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობს თქვენს ხელისუფლებასთან. როდესაც ამას ვამტკიცებთ, თქვენ ამბობთ, რომ ეს ტყუილია",- განაცხადა დეკანოიძემ, რის შემდეგაც ოპოზიციონერ დეპუტატს მიხეილ სარჯველაძემ მიმართა და მის გამოსვლას "პოლიტიკური ხულიგნობა" უწოდა.
"ეს არის ახლა პოლიტიკური ხულიგნობა, რასაც აკეთებთ... საკუთარ თავს ამხელთ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ თქვენ და ლავროვი ერთი და იმავეს საუბრობთ. უნისონშია თქვენი და ლავროვის განცხადება... „პადაჩებს“ გაწვდით ლავროვი. სადაც გიჭირთ დასაბუთებაში, ყველგან ლავროვი გეხმარებათ“,- თქვა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა: "როცა დავინახეთ ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესება, ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შევთანხმდით".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press