ომი არ დაწყებულა გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციით, ის არც 2014 წელს დაწყებულა, გავიხსენოთ მოლდოვა, საქართველო, გავაანალიზოთ ყველა არასტაბილურობა, პროვოკაცია იმ ქვეყნებში, რომლებაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, - ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც მონაწილეობს.
სტეფანჩუკის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ყველა ომის მიზანია, რომ ნებისმიერ ფასად ყოფილი იმპერია აღადგინოს.
„[ომი] არ დაწყებულა გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციით, ის არც 2014 წელს დაწყებულა, როდესაც უკრაინის ყირიმის და დონბასის ოკუპაცია მოხდა. მოდით, გავიხსენოთ მოლდოვა, საქართველო. მოდით, გავაანალიზოთ ყველა არასტაბილურობა, კონფრონტაცია, პროვოკაცია იმ ქვეყნებში, რომლებაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მოდით, განვიხილოთ თითქმის 10-წლიანი ომი უკრაინაში. ყველა ეს ომი, მთელი ეს ბოროტება ერთი ბუნებისაა და მათი ინიციატორები მისდევენ ერთ მიზანს – ეს არის კრემლის რეჟიმის პათოლოგიური სურვილი, ნებისმიერ ფასად აღადგინოს ყოფილი იმპერია. “, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგ...
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...
Mana press