უკრაინა და ნატოს წევრი ქვეყნები დე ფაქტო მოკავშირეები არიან, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სტოლტენბერგისა და ზელენსკის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი რუსული ტერორისგან დაცვა, რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება იყო.
"დღეს შედგა საუბარი დე ფაქტო მოკავშირეებს შორის და ეს დროის საკითხია - როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რათა ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press