Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, რომელსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს, მოსახლეობის 58% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.
გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.
Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი გამოიკითხა.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press