Foto

ბლინკენი პუტინისა და ბაიდენის შესაძლო შეხვედრის შესახებ კითხვაზე - არასოდეს თქვა არასოდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

გამოცემა The Atlantic-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში, ჟურნალისტმა ენტონი ბლინკენს ჰკითხა - “როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა აზრი პრეზიდენტ ბაიდენის ხელახლა შეხვედრას პუტინთან თუ ეს უკვე გამოსწორებას არ ექვემდებარება?”, კითხვის პასუხად სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ “არასოდეს თქვა არასოდეს”.

“არასოდეს თქვა არასოდეს. საბოლოო ჯამში, ის, რაც ყველას უნდა, დაწყებული უკრაინელებიდან, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობაა. ვნახოთ, თუ ოდესმე მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება”, - აღნიშნა ბლინკენმა.