აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
გამოცემა The Atlantic-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში, ჟურნალისტმა ენტონი ბლინკენს ჰკითხა - “როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა აზრი პრეზიდენტ ბაიდენის ხელახლა შეხვედრას პუტინთან თუ ეს უკვე გამოსწორებას არ ექვემდებარება?”, კითხვის პასუხად სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ “არასოდეს თქვა არასოდეს”.
“არასოდეს თქვა არასოდეს. საბოლოო ჯამში, ის, რაც ყველას უნდა, დაწყებული უკრაინელებიდან, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობაა. ვნახოთ, თუ ოდესმე მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება”, - აღნიშნა ბლინკენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press