სომხეთის მიერ რომის სტატუსის რატიფიცირება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
როგორც უწყებაში ამბობენ, სომხეთის განცხადება, რომ ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს რუსულ-სომხურ ურთიერთობებზე, "სინამდვილეს არ შეესაბამება".
"სომეხ პარტნიორებს თავდაპირველად მიეწოდათ ინფორმაცია სომხეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსი რატიფიცირების მიუღებლობის შესახებ, როდესაც ამ სტრუქტურამ გასცა „დაპატიმრების ორდერი“ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიმართ. ორმხრივი შეთანხმების გაფორმების შესახებ ერევნის ინიციატივა განხილულ იქნა, მოსკოვმა შესთავაზა კომპრომისული ვარიანტი, რომელიც შეიძლება მოერგოს ორივე მხარეს. სამწუხაროდ, ის არ გაითვალისწინეს, ამის ნაცვლად კი სომხეთმა რომის სტატუსის რატიფიცირების სასარგებლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press