ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის ტერიტორიიდან შვეულმფრენმა ქვეყნის საზღვარი ორჯერ გადაკვეთა.
როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, პირველად პოლონური შვეულმფრენი ბელარუსის ტერიტორიის სიღრმეში კილომეტნახევარზე, დაახლოებით ერთ საათში კი, ბელარუსის ტერიტორიაზე მეორედ უკვე 300 მეტრის სიღრმეში შევიდა.
„ამ ეტაპზე მომხდარის გარემოებები ზუსტდება. თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შესაბამის ნოტას ამზადებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press