Foto

სომხეთის განცხადებით, მთიანი ყარაბაღიდან 70,5 ათასი ადამიანი მიიღეს

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში, ამ ეტაპისთვის, 70,5 ათასი ადამიანი გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობამ ავრცელებს. 

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში რეგისტრაცია თითქმის 51 ათასმა ლტოლვილმა მიიღო. აქედან, დაახლოებით, 14 ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართით არის უზრუნველყოფილი.

პრემიერმინისტრამა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში რეგიონში სომეხი მოსახლეობა აღარ დარჩება და მოსახლეობის მასობრივ გადასახლებას მან "ეთნიკური წმენდა" და "დეპორტაცია" უწოდა.