უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატოს წევრი და აუცილებლად გახდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორ სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არა მხოლოდ უკრაინის ამბიცია, არამედ ევროპის უსაფრთხოების "ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი" პერსპექტივაა.
„უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ამბიცია, ეს არის ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პერსპექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ გრძელვადიან მშვიდობას",- თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, 28 სექტემბერს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press