Foto

რუსეთმა ხერსონი დაბომბა - დაიღუპა 3 ადამიანი

რუსებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქი ხერსონი არტილერიით დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერმაკის განცხადებით, თავდასხმას, სულ მცირე, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხერსონის ოლქის პროკურატურის ცნობით, რუსული ძალები თავს დაესხნენ საცხოვრებელ უბანს, სადაც მოქალაქეები ქუჩაში იდგნენ. 

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 2 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა.