თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ის ოპტიმისტი ადამიანია და სჯერა, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ამჯერად, "სამართლიანი გადაწყვეტილება" იქნება მიღებული და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მისცემენ.
„ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვიმსახურებდით ამას, თუ შევადარებთ იმ ქვეყნებს, რომელსაც სტატუსი მისცეს, საქართველოსთან მიმართებაში კი, იყო ის გადაწყვეტილება მიღებული, რაც იყო. ჩვენ მოგვცეს გზამკვლევი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ძალიან ბევრი იმუშავა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი.
დაველოდოთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვნახოთ. იცით, რომ თავის დროზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული და ახლაც მათზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტენ. ზოგადად, მე ოპტიმისტი ვარ, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ თემასაც და მჯერა, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენ ქვეყანასთან და ხალხთან მიმართებაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press