Foto

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩები შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი პოლიტიკურ ძალებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

"ინტერექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად.

ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით ისევე, როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან",- ნათქვამია ელჩების ერთობლივ მიმართვაში.