რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
მედიის ცნობით, გემი ადგილზე 29 სექტემბერს ჩავიდა, რათა "აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღისადმი" გასამართ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს.
როგორც "ეხო კავკაზა" წერს, გემს პორტში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატები დახვდნენ.
გემი სოხუმის პორტში პირველ ოქტომბრამდე დარჩება და ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობასა და სტუმრებს გემზე სეირნობა შეეძლებათ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press