Foto

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი სოხუმის პორტში შევიდა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

მედიის ცნობით, გემი ადგილზე 29 სექტემბერს ჩავიდა, რათა "აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღისადმი" გასამართ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც "ეხო კავკაზა" წერს, გემს პორტში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატები დახვდნენ.

გემი სოხუმის პორტში პირველ ოქტომბრამდე დარჩება და ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობასა და სტუმრებს გემზე სეირნობა შეეძლებათ.