Foto

პაკისტანში მეჩეთთან აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთთან, სადაც მომლოცველები წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 CNN-ის ცნობით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 52 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

ადგილობრივი პოლიცია მიიჩნევს, რომ აფეთქება ტერორისტის მიერ იყო მოწყობილი, თუმცა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

პროვინციაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.