უკრაინა ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრობას არ დათანხმდება, - ამის შესახებ უკრიანის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შმიგალის თქმით, უკრაინა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
„ჩვენ გვინდა, ვიყოთ სრულუფლებიანი წევრი, რადგან უკრაინა დღეს არის უნიკალური ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი დიდი ფასი გადაიხადა ევროკავშირში გაწევრიანების თავისი სურვილისთვის. ევროკავშირის წევრობის არცერთ სხვა კანდიდატ ქვეყანას არასდროს ჰქონია მოსახლობის ასეთი მხარდაჭრა – 90%-ზე მეტი, რომელსაც სურს, მიისწრაფვის, გახდეს გაერთიანებული ევროპის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press