არარეალურია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, ევროკავშირმა არ იცის, რამდენად დიდია უკრაინის ტერიტორია, რადგან იქ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და "ქვეყანა რომ ევროკავშირში დაიშვას, მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე, ეს უპრეცედენტო იქნებოდა".
"როდესაც შემოდგომაზე ბრიუსელში განვიხილავთ უკრაინის მომავალს, ვერ ავიცილებთ თავიდან კითხვას, შეგვიძლია თუ არა სერიოზულად ვიფიქროთ ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკებების დაწყება ომში მყოფ ქვეყანასთან?
ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდია ამ ქვეყნის ტერიტორია, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება, არ ვიცით, რამდენად დიდია მოსახლეობა, რადგან ისინი ქვეყნიდან გარბიან. ქვეყანა რომ ევროკავშირში დაიშვას, მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე, ეს უპრეცედენტო იქნებოდა", - განაცხადა ორბანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press