Foto

უკრაინის პასუხი ორბანს - შეგახსენებთ, უკრაინას არ შეუცვლია თავისი საზღვრები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

უკრაინის საგარეო უწყების თქმით, უკრაინას თავისი საზღვრები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არ შეუცვლია.

"უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შეშფოთებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხით. შეგახსენებთ, რომ უკრაინას არ შეუცვლია თავისი საზღვრები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ომში მყოფ ქვეყანასთან, შეუძლებელია, სანამ ომი არ დასრულდება და არ ეცოდინებათ უკრაინის საზღვრები.​