Foto

ვლადიმერ პუტინმა 130 000 ადამიანის ჯარში გაწვევაზე ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 130 000 ადამიანის ჯარში გაწვევაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

"2023 წლის 1 ოქტომრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან "სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" გაწვევას 130 000 ადამიანის ოდენობით", - ნათქვამია განკარგულებაში.