ნორვეგია რუსული ნომრების მქონე მანქანებს 3 ოქტომბრიდან ქვეყანაში აღარ შეუშვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეზღუდვა 10, ან ნაკლები დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდება.
"ნორვეგია მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რეაგირებს იმ სასტიკ ომზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტიანი იყოს, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აღვკვეთოთ, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებისთვის სჭირდება", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა.
ცნობისთვის, რუსულნომრიანი მანქანების შესვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც აკრძალეს, აკრძალვა ამოქმედდა ფინეთშიც.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press