დიდმა ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის ოლქებში ე.წ. არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, დასანქცირდნენ ის ორგანიზაციები და რუსი ოფიციალურ პირები, რომლებიც "უშუალოდ მოქმედებდნენ უკრაინისთვის ძირის გამოსათხრელად და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შესაქმნელად".
"რუსეთის ყალბი არჩევნები არის გამჭვირვალე, უშედეგო მცდელობა, ლეგიტიმაცია მოახდინოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლზე. სხვის ქვეყანაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია", - განაცხადა კლევერლიმ.
სანქცირებულ პირებს შორისაა რუსეთის საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსანი, ნატალია ბუდარინა, ასევე, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელი, ანდრეი ალექსიენკო და მარია ზახაროვა, რომელიც ხერსონის "საარჩევნო კომისიის" წარმომადგენლად დანიშნეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press