Foto

ზელენსკი - ხვალ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება

ხვალ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის მუშაობს, რათა უკრაინას შესძინოს შიდა ძალა და საჭირო თანამშრომლობა მსოფლიოსთან.

"ამ კვირამ ძალიან გააძლიერა ჩვენი სახელმწიფო და ხალხი. ხვალაც მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის: ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ უახლოეს კვირებში უკრაინას შევმატოთ ძალა - შიდა ძალა და საჭირო თანამშრომლობა მსოფლიოსთან. რათა სამყარომ გაიგოს და მხარი დაგვიჭიროს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება! დიდება ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისა და მისი ხალხისთვის! დიდება უკრაინას!", - განაცხადა ზელენსკიმ.