მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული ეთნიკური სომხების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 21 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება შევიდა.
„ამ დროისთვის სომხეთში შემოსულია 100 417 იძულებით გადაადგილებული პირი და 21 043 სატრანსპორტო საშუალება. რეგისტრაცია უკვე გაიარა 81 139-მა ადამიანმა, 32 200 ადამიანი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დროებით საცხოვრებელში მოთავსდა“, - აღნიშნა ფაშინიანის პრესმდივანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press