საპენსიო სესხი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია გძარცვავთ უნდა დასრულდეს, პენსიონერებს უნდა გაუნულდეთ სესხები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" კამპანიის ფარგლებში, პენსიონერთა ფორუმზე განაცხადა.
პენსიონერთა ფორუმზე განიხილება კამპანიის ინიციატივები - საპენსიო სესხის გაუქმებასა და მამაკაცებში საპენსიო ასაკის დაწევაზე.
“ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქურდობა უნდა დასრულდეს საქართველოში და 400-მდე პენსიონერს, თითოეულ თქვენგანს უნდა გაუნულდეს ეს პენსია და დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ამიტომ ვართ აქ შეკრებილები, ამიტომაც არის ფორუმი და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას და არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სესხებით თქვენ გაყაჩაღებენ და გქურდავენ.
მეორე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც გვინდა დღევანდელ ფორუმზე არის ასაკის დაწევა მამაკაცებში 60 წლამდე. საშუალო ევროპელი პენსიონერი ცხოვრობს 82-84 წლამდე, საშუალოდ საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 67 წელი, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია, 80-დან ასი ათასამდე ასეთი მამაკაცია დღეს საქართველოში, სასწრაფოდ მოხდეს ასაკის დაწევა მანამ, სანამ ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო და შემოსავალი. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე და ცხადია იმედი მაქვს თითოეული თქვენგანის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press