რუსებმა ზაპოროჟიეს დაბომბეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იური მალაშკო ავრცელებს.
ამ დროისთვის უკრაინაში ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
"შაბათს დილით, რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს მახლობლად სარაკეტო შეტევა განახორციელეს, არიან დაშავებულები. აფეთქება დაახლოებით 10:20 საათზე მოხდა. ამ დროს უკრაინაში ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 5 კერძო სახლი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები", - თქვა ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press