უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრს, მარტინ სკლენარის შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ სკლენართან ფრონტზე არსებული ვითარება, უკრაინის თავდაცვის ძალების პრიორიტეტული საჭიროებები, ჰუმანიტარული საკითხები და უკრაინასა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობა განიხილა.
"მადლობას ვუხდი სლოვაკეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს, სლოვაკეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომლის შედეგი შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს ქვეყნის სამომავლო კურსზე ევროკავშირთან ურთიერთობისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press