გელათის საჯარო სკოლაში მე-9 კლასელის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბულინგთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმეში ჩართულია სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი.
მათივე ინფორმაციით, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.
"საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.
აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.
როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში". - აღნიშნავენ უწყებაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, სადაც მომხმარებელმა მუქარის შემცველი წერილი გაავრცელა. მისივე თქმით, მე-9 კლასელ ბავშვს თანაკლასელები ემუქრებოდნენ და ჩაგრავდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, გავრცელებულ ბულინგთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე მუხლითაა დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press