Foto

შმიგალი - უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად 37 თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო დაზარალდა

თავდაცვის ინდუსტრია რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მთავარ სამიზნედ რჩება, - ამის შესახებ ​ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.

შმიგალის თქმით, უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად 37 თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო დაზარალდა.

"უცხოელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის გაძლიერება და უცხოური კომპანიების მოზიდვა უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის ქვეყნის მოკლევადიანი და სტრატეგიული მიზანია. რუსეთის რეჟიმი უკრაინის დემილიტარიზაციაზე ოცნებობდა, თუმცა უკრაინა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებას ყოველთვიურად ზრდის", - განაცხადა შმიგალმა.