მწერალთა სახლი, 20 დღეში ფესტივალს ორგანიზებას ვერ გაუწევს, - ამის შესახებ მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთევან დუმბაძემ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
დუმბაძე ასევე გამოეხმაურა ბოიკოტის საკითხს და აღნიშნა, რომ მას მწერლებისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია და ისინი ბოიკოტს არა მას, არამედ "სახელმწიფოს, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას უცხადებენ".
"მწერალთა სახლი, 20 დღეში ფესტივალს ორგანიზებას ვერ გაუწევს. მითუმეტეს ამის გამოცდილება არ აქვს... მე პიროვნულად [ბოიკოტს] არ მიცხადებენ, სახელმწიფოს უცხადებენ, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას. ქეთი დუმბაძეს მათთვის არაფერი არასდროს არ დაუშავებია. მე ფულს ვერ გადავრიცხავ, თუ ხელშეკრულებას არ დავდებ, როგორც ხელმძღვანელი ორგანიზაციის . მე ეს თანხა მიდევს ანგარიშზე, მათ შეუძლიათ, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ არ უნდათ", - განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press