სალომე ზურაბიშვილი იმდენად აქტიურად არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, არ გამოვრიცხავ, ისეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც პირობითად ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "ეს იქნება იმ ალიანსის გაშიშვლება, რომელიც არის შემდგარი ზურაბიშვილსა და ენმ-ს შორის".
„ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სხვათა შორის, ზურაბიშვილის შეწყალებული გვარამია საუბრობდა, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გრიგორიადისი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია იმ ინფორმაციასთან, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ტრენინგებზე აქცენტი კეთდებოდა ახალგაზრდებზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, პირდაპირ იყო საუბარი, რომ ახალგაზრდებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ა.შ. ეს სიტყვები მოვისმინეთ დღეს იმ ტრენინგებიდან, რომლებიც სერბი "კმარელების" მხრიდან ტარდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არის სცენარი - ასეთი ახალგაზრდების მონაწილეობით რაღაც ექსტრემისტული პროცესების დაგეგმვა. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმდენად აქტიურადაა ჩართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, არ გამოვრიცხავ, ასეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც პირობითად ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება. ეს იქნება იმ ალიანსის გაშიშვლება, რომელიც არის შემდგარი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის",- თქვა კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press