Foto

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ.

მინისტრები უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის, კიევისთვის დასავლური სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისტორიული უწოდა. 

ცნობისთვის, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს საგარეო უწყებების წარმომადგენლები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ომში მყოფ არაწევრ ქვეყანაში პირველად შეიკრიბნენ.